logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი
- +

2 დეკემბერი. 2020. 21:08

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ყველანი დამწუხრებულები ვართ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.

 

ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი დღეს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner