logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ - შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი…
- +

2 დეკემბერი. 2020. 23:30

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გეგმავს, რომ დაგროვილი გამოცდილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს მოახმაროს. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია. ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner