logo_geo
eng_logo
გურამ მეგრელიშვილი: 7 ნოემბერს ვუსაყვედურე, ვნანობ ჩემს სიტყვებს
- +

2 დეკემბერი. 2020. 23:48

 

 

მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს:

 

„დავითაშვილი გარდაცვლილა. 7 ნოემბრის აქციაზე მეც ვიყავი. მახსოვს, მივედი (კონსერვატორიასთან იდგა, მგონი რესპების ოფისი იყო იქ. მე სასწრაფოს მანქანაში რაღაც წამალი დამალევინეს მომწამვლელმა გაზმა გონება დამაკარგვინა და იქვე ვნახე კობაც) და ვუსაყვედურე. ხალხს წინა ფლანგზე რომ გვიშვებთ, ლიდერები რატომ იმალებით-მეთქი და მერე კი მოიტაცეს და ჯანმრთელობაც მაშინ შეერყა, როგორც ვიცი.

 

ახლა ვნანობ ჩემ ნათქვამს. არ იყო უკან დამხევი კაცი.

 

ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ პასუხისმგებელ პირებსაც თავისებურად ქეჯნით სინდისი და ბოდიშს ახლა მაინც მოუხდიან გარდაცვლილ ადამიანს“, - წერს მეგრელიშვილი

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner