logo_geo
eng_logo
ანა ჟორჟოლიანი: კიდევ რამდენმა შვილმა უნდა დაიტიროს უსამართლოდ ნაწამები მამა?!
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:38

 

 

“რამდენი კიდევ, რამდენი ადამინი უნდა შეეწიროს შენს ავადმყოფურ ამბიციებს და არაკაცობას?! კიდევ რამდენმა შვილმა უნდა დაიტიროს უსამართლოდ ნაწამები მამა?!” – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში თემურ ჟორჟოლიანის ქალიშვილი, ანა ჟორჟოლიანი  მიხეილ სააკაშვილს, რითიც კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

„ახლა გამოდით „ოპოზიციონერებო“, და ჩახედეთ ცხონებული კობა დავითაშვილის შვილებს თვალებში და უთხარით: ქვეყნის და მათი ბედნიერი მომავლისთვის რომ გსურთ სააკაშვილის დაბრუნება.

 

უთხარით, გაპატიონ 9 წლის „პატარა გადაცდომები”, რომელმაც ახალგაზრდა მამის სიცოცხლე შეიწირა!

 

აუხსენით, რატომ არ ამოგიღიათ ხმა არასდროს, მათი უსამართლოდ დაჩაგრული მამის დასაცავად.

 

დაგვარწმუნეთ ყველა ის შვილი, რომელიც სააკაშვილმა დაგვაობლა, რომ ჩვენ უფლებებსაც იცავთ და ჩვენ მომავალზეც ფიქრობთ პირში წყალჩაგუბებულები.

 

აგვიხსენით, რატომ არ „გაგვიმართლა” ჩვენ ისე, როგორც თქვენს შვილებს, რომლებსაც ბიუჯეტის ფულის ქურდობის გამო, დაჭერილი მამა პოლიტპატიმარი ჰგონიათ?!

 

რატომ არ არიან ჩვენი მამები ცოცხლები?!

ბევრი რატომ მინდა ვიკითხო, მაგრამ……………..

როდემდე უნდა ატაროს ადამიანმა ამდენი უსამართლობა გულით?!

როდემდე უნდა უმტკიცოთ გაყინულ საზოგადოებას, რომ ცხოვრება გრძელდება?!

არაფერი არ გრძელდება, არაფერი არ იცვლება.

სანამ სამართალი არ იქნება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება!

რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მუდამ გვახსოვდეს, ვინ, რატომ და როგორ მოიქცა?!

ვიზიარებ ბატონი კობა დავითაშვილის ოჯახის მწუხარებას.

 

პ.ს: და თქვენ, ვინც ფინანსური კეთილდღეობის და ძველი „დიდების” დაბრუნების გამო სააკაშვილის ჩამობრძანებას ითხოვ, გახსოვდეს:

 

თუ გვერდზე არ დამდგომიხარ და სიჩუმე არჩიე სიმართლის თქმას, ეხლა არანაირ მორალური უფლება არ გაქვს, სამართალზე, ადამიანის უფლებებზე საუბრობდე.

 

გახსოვდეს ყოველი ხმის ამოღებისას, ჭრილობაზე მარილს მაყრი, რომელსაც საგულდაგულოდ გულში ვინახავ, რათა არ გავბოროტდე“, - წერს ანა ჟორჟოლიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner