"არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს :
„ღმერთმა დალოცოს
მაღალყოვლადუსამღვდელოესი
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი!
საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა მის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობასთან, რომელზეც ვაცნობე, რომ არგენტინის რესპუბლიკის სხვადსხვა ქალაქებში ცხოვრობენ ქართველები და "არგენტინის სახლი საქართველოში" (თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი) მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ, დედაქალაქ ბუენოს აირესში საფუძველი ჩაეყრება პირველი ქართული ეკლესიის მშენებლობას!“ -წერს პატარქალიშვილი.