logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: გასაკვირი არაა, რომ ამ მასშტაბის დანაშაულის დეტალებს მინისტრი აუცილებლად გაუზიარებდა მთავრობას
- +

24 დეკემბერი. 2020. 20:11

 

 

მედია-ჰოლდინგ “კვირას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს;

 

დაასრულეთ ეს მარაზმი!

 

43 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.

 

სპეცოპერაციამ უსისხლოდ ჩაიარა.

 

დაკავებულია ესებუას ძმა და ამოღებულია იარაღი.

 

დარწმუნებული ვარ, მთავარ დამნაშავესაც მალე დააკავებენ.

 

არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ამ მასშტაბის დანაშაულის დეტალებს მინისტრი აუცილებლად გაუზიარებდა მთავრობას, მის ხელმძღვანელს.

 

გომელაურმა ეს სპეცოპერაციის მეორე დღესვე განმარტა მედიასთან და მისი ინტერვიუები ყველამ გადავეცით. მათ შორის იმათაც, ვინც დღეს თემით სპეკულირებს.

 

ვციტირებ:

 

22.10.2020 ვახტანგ გომელაური:

 

"ეს იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც. დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა".

 

27.10.2020 გიორგი გახარია სპეცოპერაციაზე:

 

"შსს-ჰქონდა დავალება, წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო".

 

და რა?

 

ახლა რა გინდათ?

 

რას ქექავთ?

 

თქვენ ხალხი დებილი ხომ არ გგონიათ? ახსოვს ყველას ყველაფერი და აღარც თქვენი ზღაპრების სჯერა ვინმეს.

 

ახლა დგახართ და იგონებთ, თითქოს გომელაურმა ოქტომბერში კი, არა, ახლა თქვა, პრემიერმა იცოდა სპეცოპერაციის შესახებო... ცდილობთ, ეს ისე წარმოაჩინოთ, თითქოს სპეცოპერაცია წარუმატებელი იყო და მინისტრი პრემიერისთვის უშედეგო ოპერაციის გადაბრალებას ახლა ცდილობს... არც ამ ლოგიკის მესმის და არც თქვენი!

 

ბუზისგან სპილო არ გამოდის, არა!

 

დაისვენეთ და დაგვასვენეთ.

 

ახალი წელია, კარგით რა...

 

საცოდაობაა უკვე ამის მოსმენა!

 

ძალიან მდაბიო და მდარეა ეს ყველაფერი!

 

იმ დღეს, სამეგრელოში ადამიანები გადარჩნენ.

 

წერტილი!” - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner