ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო.
როდესაც ე.წ. ოპოზიციაზე რაიმე პოსტს ან სტატიას ვწერ, არანაირად არ ვგულისხმობ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ გარკვეულწილად მაქვს ტაქტიკური სვლებში უთანხმოება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათს დამოკიდებულებაში სამშობლოსთან, დიახ, სწორედაც სამშობლოსთან, და არა ქვეყნის, ან სახელმწიფოსთან მიმართებაში!
ზუსტად ვიცი მათ მიერ ბიუჯეტიდან მიღებული თანხების განკარგვის წესი და ზუსტად ვიცი ის პოლიტიკური ნება, რაც მათ ამოძრავებთ.
ზუსტად ვიცი, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი რეალური და კონსტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებელ პირობას წარმოადგენს!“ - წერს გია გაბრიჭიძე.