ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :
“ნატო ჩხეიძის გარდა საპარლამენტო ხელფასები ხომ სხვა ოპოზიციონერებსაც ჩაერიცხათ? რატომაა მათი მხრიდან ამ თემაზე ასეთი ტოტალური დუმილი?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელფასს რიცხავენ შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მიწოდებით.
ქ-ნ ჩხეიძისათვის ეს “ეშმაკისეული” ფულია. ამ უბადრუკმა “პოლიტიკოსმა” გადასახადის გადამხდელებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა შეურაცხყოფა და არა “ქართულ ოცნებას”. თუმცა. ჩახსნილ-არჩახსნილ „ნაცების“ საპარლამენტო სიას თუ გადახედავთ, ინტელექტუალების კი არა და ზეუბადრუკებისა და სამარცხვინო არსებების პარპაშია.” – წერს აბაშიძე.