logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს!
- +

29 დეკემბერი. 2020. 10:50

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიაში სრული რეორგანიზაცია იგეგმება. სანდრო ბრეგაძის თქმით, პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

 

ქართულმა მარშმა” გამოაცხადა სრული რეორგანიზაცია. მიუხედავად არჩევნების ტოტალური გაყალბებისა, მაინც იმედგაცრუებულნი ვართ პარტიის ზოგიერთი რგოლის და რაიონული ორგანიზაციის მუშაობით, ამიტომ უნდა განხორციელდეს ძველის ახლით ჩანაცვლების პროცესი, რაც პარტიის გაძლიერებას ემსახურება.

 

ყველას ვთხოვ გაგებით მოეკიდოს ამ მოვლენას. მესმის რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია, მაგრამ აუცილებელია. „ქართული მარშის" ყველა ლიდერი პარტიის შემადგენლობაში რჩება. ვქმნით თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც დამყარებული იქნება კონსერვატორული იდეოლოგიის ინტელექტუალურად წარმოჩენაზე. ამიტომ სამომავლოდ აქცენტი გაკეთდება წიგნიერ-განათლებულ პერსონებზე. შეიცვლება პარტიის მმართველი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა, სტრატეგია და ტაქტიკა. მიუხედავად დიდი წუხილისა - მათთან, ვინც არჩევნებში მუშაობის შედეგად იმედები გაგვიცრუა - მოგვიწევს დამშვიდობება. კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდოს ამ პროცესს, ღირსეულად მიიღოს მარშის გადაწყვეტილებები და იპოვოს თავისი მომავალი. აბსოლიტურად ყველას, ვისაც გავუშვებ, ვუსურვებ წარმატებებს, „ქართული მარშის"  წევრებს კი გამძლეობას და მომავალ გამარჯვებებს. უფალი ფარავდეს საქართველოს ეროვნულ მოძრაობას.

 

P.S. იანვარში „ქართული მარშის" ლიდერები მიემგზავრებიან უცხოეთში, შედგება სერიოზული შეხვედრები ევროპარლამენტის დეპუტატებთან და კონსერვატორული იდეოლოგიის პარტიების ლიდერებთან. იანვრის ბოლოს რეორგანიზაცია დამთავრდება და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს! - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner