logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: კაცი!
- +

29 დეკემბერი. 2020. 21:03

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„კაცი!

 

მე და ჩემი ფრონტელი  ძმაკაცი  ილიას რიზაევი ვაკეში ერთ პატარა ქუჩაზე მოვდიოდით, რაღაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, გადათხრილი იყო მთელი ქუჩა, 3 მუშა ჩამომჯდარიყო ტროტუარზე და სიგარეტს აბოლებდა.....

 

ილიას მეკითხება ერთერთ მუშაზე, არ გეცნობა? მგონი ჩვენი თანამებრძოლია, შავნაბადელი - არ მეცნო....

 

გავჩერდით, ვაკვირდებით... დაბნეული წამოდგა მიმსგავსებული მუშა და მოგვესალმა, აშკარად მასაც  ვეცნეთ, (წლებიი...)  ყურადღებამ დააბნია.....

 

შავნაბადელი არ ხარ? ეკითხება ილიასი...

 

კიი გაუბრწყინდა თვალები....

 

დავიწყეთ და რა დავიწყეთ, პირველი ის ახსენდება - ილიას სოხუმში შუბლში ტყვია, რომ ხვდება ავტომატის და არ გაატანა...(ვიცინით). მერე, სულ წვრილ წვრილად დეტალებში გახსენება ბიჭების, წასულების ცოცხლების.... უცებ დაგვავიწყდა რომ ერთმანეთის ცნობა კი არა არსებობაც არ გვახსოვდა, გავშინაურდით..

 

ზაზა  მწყერიაშვილი ჭიათურიდან იმ უბედურ დროს რიგით ჯარისკაცად გაწვეული და ბოლომდე ვალმოხდილი ქვეყნის წინაშე, როგორ ხარ რა გიჭირს რა გილხინს, ოჯახი?

 

გულწრფელად ვინტერესდები მისი ბედით.....

 

ველი რომ მეტყვის უჭირს, წვალობს შავ დღეშია.... ან უკეთესს შემთხვევაში დღეს ვინაა კარგად, რომ მე ვიყო....

 

აპააა.... ძაან მაგრა ვარ, კარგი ხელფასი მაქვს, შვილებიც წამომეზარდნენ... მალე ალბათ მუშაობას დაიწყებენ... ერთი ესაა ნაქირავებში ვარ, მარა მეუღლეც მუშაობს და ვართ გამართულად.... გვეპატიჟება საღამოსკენ თავისთან იმერული წესების სრული დაცვით....

 

რაღაც მინდა კარგი უთხრა მოვეფერო...უკეთესი არაფერი მომაფიქრდა.. ვეტერანის მოწმობა თუ გაქ? ხელფასი არ დაგიკავდება გარკვეული პერიოდი მეტრო და ავტობუსი უფასო ....   არაა ეგ რაღაა? არც გაუგია, არიქა მოგვეცა მე და ილის საქმე - ნომერი ჩაიწერე ხვალვე მოგყვებით ნუღა გადადებ...შენ გეკუთვნის.....

 

უხარია...ალბათ უფრო ყურადღება, ვიდრე ვეტერანის მოწმობის აღების პერსპექტივა....მეორე მუშაც გვიახლოვდება, ეტყობა აღმოსავლეთიდანაა ...ბიჯოო ამდენი თუ გიბრძოლია ერთხელ მაინც გეთქვა შე ოხერო, ცოტა მოგერიდებოდი მაინც.....

 

სუყველა ერთად ვიხევით სიცილით...

 

ვემშვიდობებით, ერთ სურათს ვუღებ ილიას და ზაზას სამახსოვროდ  და ათმაგი ენერგიით ვაგრძელებთ გზას, ოპტიმიზმისა და საოცარი სიძლიერის ძალა გვეუფლება ორივეს“, - წერს მალხაზ თოფურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner