logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ზოგი ხუმრობით „ფოთოლას” ეძახის, მაგრამ არ მოგვწონს ბრენდების სარეკლამოდ რომ შემოსავენ ხოლმე
- +

29 დეკემბერი. 2020. 21:04

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„მამაჩემის ძმაკაცი ლადო ქოქიაშვილი, ისევე როგორც გურამ თიკანაძე, იმ ეპოქის ახალგაზრდების სიმბოლო, ჯანმრთელი, განათლებული, ლაღი, სპორტსმენი, ყველასთვის საყვარელი ბიჭი ...

 

21 წლის იყო, როდესაც მოკლეს ... მკვლელს მისი მუშტის შეეშინდა და დანა დაარტყა... ქალაქში დიდი ტრაგედია დატრიალდა... როგორც ორივე გურამი, ლადოც ვერ მოინელა ქალაქმა, სულ დიდი გულისტკივილი ახლდა მათ მოგონებას... ძალიან ბევრი წლები, დალაგებისას, პოულობდნენ საფლავის მიწაში ჩაფლულ დაცრემლილ სასიყვარულო წერილებს...

 

ჯუნა მიქატაძემ უკვდავება აჩუქა და სპორტის სასახლის წინ დადგა მისი ქანდაკება..

 

ამიტომ არის, ვინც ვიცით მზეჭაბუკის პროტოტიპი, ზოგი ხუმრობით “ფოთოლას” ეძახის ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ძალიან არ მოგვწონს  სისულელე ბრენდების სარეკლამოდ რომ შემოსავენ ხოლმე. პირდაპირ თბილისის შეურაცხყოფად აღვიქვამ. თუ ასე არ არის, შემისწორეთ და დამაწყნარეთ, იქნებ ვცდები..

 

p.s. ფოტო აუცილებლად გახსენით... სხეული აქედან გაკეთდა და თმა სხვა ფოტოდან..” – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner