ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„წავიდა, მაგრამ სტანდარტები დაგვიტოვაომ - ეს გვარამიამ თქვა ჯულიეტა ვაშაყმაძეზე.
საინტერესოა, გვარამიას რისი სტანდარტი დაუტოვა?! - ლანძღვა- გინების?! ბილწსიტყვაობის?! ცილისწამების?! კარგის არდანახვის?! უარყოფითით გახარების?!
უდავოდ ნიჭიერ ტელეჟურნალისტს, ძირითადად, საბჭოთა ეპოქაში მოუხდა პროფესიული საქმიანობა და სადღეისო სტანდარტებს, ბუნებრივია, ვერ შექმნიდა.
ამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება:
ქართული კულტურის, საერთოდ, ქვეყნის წარმატებები ახარებდა და მათ შესახებ გულმხურვალედ საუბრობდა.
მოკლედ, სიკეთეს ემსახურებოდა.
გვარამიასგან განსხვავებით...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.