ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„კი, ბატონო, არ არის ლამაზი უ - ოპოზიციო პარლამენტი, მაგრამ...
მოდით, წარმოვიდგინოთ, რას ვნახავდით ამ დღეებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში:
ყველა ერთად კიდევ ერთხელ დაგმობდა „არაფორმალურ" თუ „ერთი კაცის მმართველობას", გახარიას „უუფლებობას", წულუკიანის „სიძულვილის ენას", „კულტურის დასამარებას"...
და რას გაიგებდა ახალს, რა სარგებელს მიიღებდა ამ „ცირკიდან" ჩვენი საზოგადოება?!
კი, ბატონო, არ არის ლამაზი უოპოზიციო პარლამენტი.
იქნებ სულაც პირიქითაა?!” - წერს იოსებ ჭუმბურიძე.