logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდიამ სიტყვების წარმოთქმა დაიწყო
- +

2 იანვარი. 2021. 22:01

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მათ შორის მეტყველების თვალსაზრისით. მან უკვე პირველი სიტყვა წარმოთქვა.

 

როგორც 2020NEWS-ს გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, იმ დაზიანების ფონზე, რაც მას თავდასხმის დროს მიაყენეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და რეაბილიტაცის პროცესი კიდევ არაერთი თვე გაგრძელდება.

 

ამასთანავე, ჯაბაური ამბობს, რომ პროგრესის შემაფერხებელი პრობლემა უკვე დაძლეულია და პირველი პრეზიდენტის ვაჟს ბოლო ნეიროქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

 

„ცოტნე თავს უკეთ გრძნობს, მისი რეაბილიტაცია გრძელდება და კიდევ არაერთი თვე გაგრძელდება, სამწუხაროდ. პროგრესი მუდმივად გვაქვს, მაგრამ ძალიან ნელი, რაც მოსალოდნელიც იყო ამხელა დაზიანებების მიღების შემდეგ (საერთოდ რომ ცოცხალია, ისიც სასწაულია). თუმცა, ფაქტი, რომ პროგრესი უწყვეტია და ცოტნეს გონება ნათელი, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. რაც მთავარია, ორი პროგრესის შემაფერხებელი პრობლემა მოვაგვარეთ - დავხურეთ ტრაქეოსტომა და ჩავატარეთ ბოლო ნეიროქირურგიული ოპერაცია - იმპლანტების ინსტალაცია. ცოტნე უკვე ლაპარაკს ცდილობს, ჯერჯერობით ბგერებით და მარცვლებით. წარმოთქვა პირველი სიტყვაც. ასე რომ, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ გამარჯვებამდე, რისთვისაც, საბედნიეროდ, ამ ყველაფრის დამფინანსებელი ფონდი ,,ქართუც’’ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს“, - განუცხადა სააგენტოს ჯაბაურმა.

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. ამჟამად იგი რეაბილიტაციას გერმანიის კლინიკაში გადის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner