logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ერთია როცა ადამიანს მძიმე სენი სტანჯავს, ყველაზე შემზარავია მოულოდნელი ტრაგედია..
- +

3 იანვარი. 2021. 13:16

 

ჟურნალისტი, ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ერთია როცა ადამიანს მძიმე სენი სტანჯავს და თითქოს ადამიანი შემზადებულია ცუდისთვის და ყველაზე შემზარავია მოულოდნელი ტრაგედია...კოვიდმა იმსხვერპლა ღირსეული ქართველი, მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი, პროფესორი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი ბ-ნი ტარიელ ფუტკარაძე...ამ წუთას კიდევ ერთხელ დავფიქრდი როგორი ძვირფასია სიცოცხლის თითოეული წუთი, წინა კვირას ვსაუბრობდით საკანონმდებლო საკითხებზე, დღევანდელ პრობლემებზე და დღეს თავზარდამცემი ამბავი... ჩვენ ურთიერთობას მრავალი წელი აკავშირდება, მან გამოსცა ეროვნული გაზეთი "ქუჯი" სადაც ვთანამშრომლობდი და სისტემატიურად ვაქვეყნებდი ჩემს ინტერვიუებს და პუბლიცისტიკას ,ბევრი რამ შემძინა ამ გაზეთმა, რედაქტორმა ბ-მა ტარიელმა...წარმადგინა ქუთაისში თავის სტუდენტობასთან, გამიკეთა ჩემი გადაღებული ფილმის პრეზენტაცია ქუთაისში...ბევრი სიკეთის ჩამოთვლა შემიძლია. იყო ძალიან კონსტრუქციული, დადებითი მუხტის ადამიანი, მტერთანაც კი შეეძლო დიალოგზე წასვლა და დაძაბული სიტუაციების განმუხტვა...ის დააკლდება ქართულ პუბლიცისტიკას, ენათმეცნიერების სფეროს, დააკლდება იმ უზენაესი საბჭოს თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომელთა ეროვნული იდეების ერთგული ბოლომდე დარჩა და ფარ-ხმალს არ ყრიდა.

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს!“- წერს ირაკლი შონია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner