logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს იუბილეს ულოცავს
- +

4 იანვარი. 2021. 23:52

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავ 88 წლის იუბილეს!

მისი სახით საქართველოს ჰყავს სულიერი წინამძღვარი, რომელიც მუდამ ლოცულობს ერის კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის.ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ძალას, რათა კიდევ მრავალი წელი გვატაროს ჭეშმარიტების გზაზე", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner