ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„ჩვენს თანამოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს, ვულოცავ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭებას.
ორდენს თითქმის 2 საუკუნის ისტორია აქვს. ის ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ დაარსდა, რაინდის ორდენის ტრადიციების მსგავსად.
ორდენის საქმიანობა, პროცედურები კოდექსითაა გაწერილი. ორდენის აღმასრულებელი კომიტეტი საფრანგეთის პრეზიდენტის და მთავრობის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციას საფრანგეთის პრეზიდენტი ითავსებს და ყველა გადაწყვეტილებას საბოლოოდ ის იღებს.
რაც დილანდელ, ასევე გუშინდელ ნახევრადსახუმარო პოსტში დავწერე, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, დადასტურებაა იმისა, რომ აქ, ქვეყნის შიგნით, ვებრძვით, შორიდან კი უფრო ხედავენ და აფასებენ“, - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.