თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.
ავტორი- მოქანდაკე ირაკლი წულაძე
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.“ - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.