ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლისა და „ქართუ ფონდისთვის“ საკუთარი ქონების 95%-ის გადაცემის საკითხზე ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„წავიდა და წავიდეს... ჩემთვის და შენთვის რა გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს“, - მეუბნება ერთი წამიშარასტო ემიგრანტი...
რამ დააბნელა ეს ხალხი?! ჩემი, შენი და ჩვენი შვილების არ არის ის 900-მდე აღდგენილი და რესტავრირებული ეკლესია-მონასტერი?! 3 წელი არ ეყოფა ადამიანს თითოეული ძეგლის სანახავად, სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო კერებზე რომ არაფერი ვთქვათ...
ძაღლებს და კატებს უტოვებენ, სიკვდილის შემდეგ ევროპელი მილიარდერები თავის ქონებას(!)... ამ ღვთისნიერმა კაცმა კი, თავის ხალხსა და ქვეყანას გადასცა თავისი ქონების 95 პროცენტი, 4 მილიარდზე მეტი...
მაგას, ოფშორში, კიდევ ბევრი ექნება გადანახულიო, ხმის ჩახლეჩვამდე გაჰკივის „მთავარი არხი“, ვის ფულებს ითვლით სხვის ჯიბეში, ასე რამ გაგაბოროტათ, ასე როგორ დაგიმგვანათ მამაძაღლმა სეთურმა?!“ - წერს ბონდო ქურდაძე.