logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩვენ, ვისაც ნიკანორ მელია არ მოგვწონს, რატომ არ ვაპროტესტებთ, მიხოს პარტიის უმფროსად რომ დანიშნეს?
- +

16 იანვარი. 2021. 15:59

 

„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად გამართულ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ საპროტესტო აქციას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ჩემი გონება ამდენს ვერ სწვდება, გთხოვთ, განმანათლოთ... ესე იგი, ე.წ. ოპოზიციის მიერ დაქირავებული ვირთხები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას აპროტესტებენ იმიტომ, რომ ის ძალიან ცუდია, ხომ?

 

დიახ, ზუსტად ასეა... ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ნაკერავზე იხევიან, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ არ უნდა დაინიშნოსო.

 

კი მაგრამ, ამ ლოგიკით, ჩვენ, ვისაც ნიკანორ მელია არ მოგვწონს და დანამდვილებით ვიცით, რომ ქლიავია, რატომ არ ვაპროტესტებთ, მიხოს პარტიის უმფროსად რომ დანიშნეს?

 

ჰა? ამიხსენით, რატომ არ ვაპროტესტებთ?

 

ააა... ულოგიკობას ექნება ადგილი, ხომ?

 

მერე, ეს ჩემისები, რატომ იფხრიწებიან ულოგიკოდ?!

 

კარგი, ამათ ორიოდე შაური გადაუხადეს და იფხრიწებიან, ეს ცოცხებზე გადამჯდარი მიკროფონიანი ქაჯები რატომ ხავიან ტელევიზორში?

 

ჰო, კაი, ამათიც გავიგე, ვითომ სკანდალებს ქმნიან, ვითომ რევოლუციურ ქარიშხალს ატრიალებენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ სადაც სამართალია, ამათ „ოცნებაში“ ცუდი თავმჯდომარის დანიშვნა უფრო არ უნდა უხაროდეთ?

 

რასაკვირველია, რაც უფრო ცუდი თავმჯდომარე ეყოლება „ქართულ ოცნებას“, თუ ამათ ჭკუა აქვთ, უნდა უხაროდეთ. ლოგიკა ამას გვკარნახობს.

 

არა, რა... მაინც ვერ გავიგე, რატომ უნდა აპროტესტებდნენ?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner