შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი მედიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
საუბარია კასპში დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენებზე, რომლის გაშუქებაზე მედიასაშუალებებმა შსს-ს თხოვნით უარი თქვეს მანამ, სანამ მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება არ მოხერხდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის.
მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა მანამ, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.