logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უკეთესის შექმნის, ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი
- +

16 იანვარი. 2021. 19:32

 

„ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უბრალოდ, უკეთესის შექმნის, სამოქალაქო გარემოს და ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი“, - ასე გამოეხმაურა, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

 

„დღეს ირაკლი კობახიძეზე ბევრი ითქვა და კიდევ მეტის თქმა შეიძლება მისი განათლებისა და ნიჭიერების, მენეჯერული უნარების, ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობისა და მმართველი პარტიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ. მე კი მინდა გაგიზიაროთ, ის, რასაც არა ერთი წლის ჩვენი ურთიერთობა მიდასტურებს. მისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უბრალოდ, უკეთესის შექმნის, სამოქალაქო გარემოს და ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი. ეს მას დამტკიცებულიც აქვს საზოგადოების წინაშე. ამისთვის, როგორც ყველა შრომისმოყვარე ადამიანს, თავისი საქმის სიყვარული და მტკიცე ნებისყოფა აძლევს ძალას აკეთოს, ის რაც ადამიანებს და ქვეყანას გარემოს გაუუმჯობესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად საქვეყნო და გლობალური სირთულეებისა, ირაკლის თავმჯდომარეობით ჩვენი გუნდი შეძლებს იმ მიზნების მიღწევას და ამოცანების შესრულებას რომელიც უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის ერთად დავისახეთ“ - წერს თამარ ტალიაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner