logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და მათ წარმატებით განახორციელებს
- +

16 იანვარი. 2021. 21:50

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. კახა კუჭავა „ფეისბუქში“ წერს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით, ეს ნდობა დაიმსახურა.

 

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევას.

 

მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

 

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით “ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ.

 

იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.

 

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში“, - წერს კახა კუჭავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner