logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობას“: მკვდარი ხარ-თქო, მკვდარი!
- +

18 იანვარი. 2021. 11:59

 

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რატომ დასრულდა „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ამ ეტაპზე - ამაზე როგორც მინიმუმ სამი უტყუარი ინდიკატორი მეტყველებს. პირველი - პარტიის თავმჯდომარე პუტინთან რომ გაგექცევა, არა მაკრონთან ან ბორის ჯონსონთან - აქ შენი რეპუტაციულ/იდეოლოგიური ნარატივი მოკვდა.

 

მეორე ინდიკატორი - გასული წლის მთელი სექტემბერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი უკრაინაში პროპაგანდისტულ გასტროლებზე რომ იმყოფებოდა, მიშას და მისი „რეფორმების“ შესახებ სასწაულებრივი ზღაპრებით, რის სანაცვლოდ შეჰპირდნენ: „კეზერას რაც მართებს შენთვის მისაცემი, ნაწილს მაინც მიიღებ“, მაგრამ აქაც გადააგდეს. ჰოდა, დღეს პარტიის ახალი თავმჯდომარე, „ცისფერი მთებიდან“ სესილია თაყაიშვილის განწირული ხმით რომ აცხადებს - „ეს კაცი არ გამაკაროთო“, თორემ ვანოზე საუბარი რომ დაიწყოს, შეიძლება ჭერიც ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს, ზუსტად ისევე, როგორც იმ უკვდავი ფილმის ფინალშია. აქ უკვე შენი პარტიის პროპაგანდისტული სიკვდილი დგება.

 

და ინდიკატორი მესამე - ჩემი ფავორიტი. ჟორიკა რურუას, როგორც „ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლის“ იმედად რომ ხარ, და ამავდროულად „რაღაც რომ გიშლის“, იმავე არგუმენტებით ბაჩანა ახალაია გამოაცხადო „პოლიტპატიმრად“ და მისი ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მიაწვე შენთვის ხელმისაწვდომ ყველა პოლიტიკურ ინსტანციაში - აი, აქ ხარ უკვე მესამედ და საბოლოოდ მკვდარი. იმიტომ რომ, შენთვისაც კი - ძმები ახალაიები ნაცპარტიისა და რეჟიმის სისხლისმსმელი ჯალათების ცოცხალ სიმბოლოებს წარმოადგენენ. და შენც კი ვერ ბედავ მათ „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადებას - და ამიტომაც ხარ საბოლოოდ მკვდარი: სიკვდილის ორივე სტადია, კლინიკური და ბიოლოგიური, უკვე დაგიფიქსირდა. და ახალაიას მაგალითზე - პროზექტურაში კვეთაც კი გაგიკეთდა.

 

და ამ პოლიტიკური ლეშის მდგომარეობაში რითი ხარ დაკავებული? „ქართული ოცნების“ ფანჯრებში იყურები, სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ ფარული ვიდეოთვალი არ გაქვს მანდ დამონტაჟებული და ამიტომ იძულებული ხარ, იქ მიმდინარე მოვლებები შენს მკვდარ ტვინში აღმოცენებული ფანტასტიკური სურათებით ჩაანაცვლო? მეტი საქმე მართლა აღარა გაქვს - ჩორტებს აგდებ? მკვდარი ხარ-თქო, მკვდარი!“  - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner