logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: რასაც თავიანთი კერპი ვერ შვება, ის სხვამ რომ ქნა, ნერვიულობენ და ინსტიქტურად იფურთხებიან
- +

19 იანვარი. 2021. 00:49

 

 

ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს აკრიტიკებს:

 

“დევნილი ექსპრეზიდენტის მომხრეები ნავალნის დებენ მიწაში.

 

რასაც თავიანთი კერპი ვერ შვება, ის სხვამ რომ ქნა, ნერვიულობენ და ინსტიქტურად იფურთხებიან.

 

სხვა რა დარჩენიათ.

 

ნავალნის მოსაზრებები ერთია – იმედებს იმაზე, რომ პუტინს დაამარცხებს და შოვინისტური რუსეთის დემოკრატიზაციას შეძლებს ცხადია არ ვამყარებ.

 

მეორეა მისი საქციელი.

 

მისი გამბედაობა, სიტყვის თქმის და მერე მისი წყნარად შესრულების უნარი ნამდვილად იწვევს ჩემს პატივისცემას.

 

მე ის ხალხი კი არ მომწონს ვისაც არაფრის ეშინია. ისინი მომწონს, ვისაც შიშის დაძლევა შეუძლია.

 

რაც შეეხება იმათ, თვითონ რაც არ შეუძლიათ, იმაზე სხვას რომ აგინებენ – ისინი უბრალოდ საზიზღრები არიან.” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner