ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
“სულ გარეკეს, ხომ? თავად თუ იჯერებენ ამ სუპერ ბოდვებს? მეტი რაღა დარჩათ? ყველა სიგიჟე ნათქვამი და შესრულებულია. თუმცა, ამ არსებებს ფსკერი არ აქვთ და არაა გამორიცხული ახალი, წარმოუდგენელი სიშლეგე შეთითხნონ“, - წერს გია აბაშიძე.