logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ხომ ყველამ იცის რომ შედიხართ, ჰოდა შედით! ან ეს მედია რაღატომ აწვალებს ამ ბეჩავებს
- +

19 იანვარი. 2021. 23:47

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“ელისაშვილმა და იმ “გირჩი 2-მა” რა მოხნეს ტვინი ამ თავიანთი კეკლუცობით.

 

არ გვჭირდება ეს პოლიტიკანობა და ვითომ ბრძოლის რაღაც ახალი “ტაქტიკა”.

 

რა საწოლ ოთახში შეყვანილი იმ პატარძალივით იქცევით, სიძეს რომ ჰკითხა – თავი სად დავდოო.

 

ჰოდა სანამ ხისტად არ გეტყვიან – თავი, ფეხი არ ვიცი. აი “ის”, აქ მაიყვაო, არ დაშოშმინდებით?

 

ახლა თუ გგონიათ რაღაც სერიოზულ პოლიტიკას “აკეთებთ”, ძალიან ცდებით.

 

უკვე გულის ამრევია ეს საქციელი.

 

ვის აინტერესებს თქვენი და ვაშაძის ერთმანეთში ბაასი?

 

იმის მცდელობა, რომ ამ უნიჭო კლოუნადას რამე ამაღლებული შეფუთვა გაუკეთოთ, არ გამოვა. არ გამოვა იმიტომ, რომ არ შეიძლება სიცარიელე შეფუთო.

 

დადიხართ ეთერებში და რაღაცეებს უსაგნოდ ლაყბობთ, გარდა ბოკერია-უგულავას შეფასებებისა.

 

გადაახვიეთ თქვენი გამოსვლები და იმ ლაყაფიდან თუ რაიმე საღ აზრს გამოიტანთ, ტაშს დაგიკრავთ.

 

მართლა და მართლა რა გაატ...კეთ საქმე. ხომ ყველამ იცის რომ შედიხართ, ჰოდა შედით! ან ეს მედია რაღატომ აწვალებს ამ ბეჩავებს”– წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner