logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სხვისი უბედურებით გამდიდრებული ხაზარაძის „მიკატოკება“ მარტივად შეიძლება
- +

20 იანვარი. 2021. 01:59

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დღევანდელ საეთერო დებატებს ეხმაურება და წერს:

 

„მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის ცხარე ტელებადებს ვუყურე "რუსთავი-2"-ზე. არცერთის მხარდამჭერი ვარ, მით უმეტეს ხაზარაძის. მაგრამ ამ მიმტაცებელი, სხვისი უბედურებით გამდიდრებული ხაზარაძის "მიკატოკება" მარტივად შეიძლება. ესაა სიმართლე მის წარსულზე და აწმყოზე საუბარი და სასამართლო დავების მომავალი ვერდიქტები. პოლიტიკანი, დიდი ალბათობით, ფულის გამთეთრებელი, რომელმაც მილიონები დახარჯა "პოლიტპატიმრის" სტატუსის მიღებაზე, მაგრამ სრულიად ჩაფლავდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

 

რაც შეეხება ელისაშვილის მიერ ზოგადად ნათქვამ ერთ-ერთ უმძიმეს საქმეს ხელბორკილებით TBC-თვის ძალით ქონების გადაფორმებას. ეს ეხება ბანკ "კონსტანტას", რომელიც 2011 წელს ხაზარაძემ მიიტაცა სააკაშვილის ზონდერების მეშვეობით. საქმე სტრასბურგშია და ვერდიქტს როცა გამოაცხადებენ, იქ აბრიალოს თვალები მერე ამ წამგლეჯავმა ხაზარაძემ!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner