logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თუ ეგეთი ხიხიაა ხაზარაძე, რას უზიხარ გვერდით უკვე თვეების განმავლობაში?
- +

20 იანვარი. 2021. 18:27

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„თურმე სიმართლე ყოფილა, რასაც ხაზარაძეზე ამბობდნენ, ხომ მიახალა წუხელ ელისამ ყველაფერი პირში, ხომ ჩაუტარა კინტოურული?

 

ალეკომ უთხრა, შე ქვეყნის მყვლეფავოო!

 

მამუკამ უთხრა, შე მატყუარავ და ავანტიურისტოო!

 

ამან, ამ ალეკომ არ დაუხვალია, შე მევახშეო!

 

მამუკა სოლიდურად წამოიმართა, ალეკო პატრიოტულად წამოიჭრა, რაც გულში ჰქონდა, ყველაფერი სახეში მიაყარა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი აღფრთოვანდა - ნახეთ, ალეკომ როგორ შეაჩვენა ბანკირი ხაზარაო?

 

რა უთხრა ახალი კინტო ალეკომ ბანკირ მამუკას?

 

არც არაფერი!

 

შე ჩემა, თუ ეგეთი ხიხიაა ხაზარაძე (და ვიცით, რომ ხიხიაა), რას უზიხარ გვერდით უკვე თვეების განმავლობაში?

 

არა, ბოკერია იცი, უგულავა იცი, ხაზარაძე იცი, ბურჯანაძე იცი, ყველა ფანჩატურელის წარსული და დღევანდელობა იცი, რას მიუცუცქდი, რას დაბოდიალობ, რას იპრანჭები და იგრიხები უხეიროდ?!

 

შე ჩემა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი კეთილი ნება, რომ არა 1%-მდე ჩამოწეული ბარიერი, პარლამენტს ვინ გაღირსებდა?!

 

„დავაი“, თუ გინდათ, შეეთრიეთ, შეირგეთ, თუ არა და... „ნა ხ*ი ნა ვსეგდა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner