ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„გინახავთ ასე ერთად თამარი და ლაშა-გიორგი? 1940-იანი წლები. ფოტოგრაფი ირაკლი ქავთარაძე, უმაგრესი ადამიანი, რომლის ფოტოხელოვნება ჯერ კიდევ უცნობია, ხელოვნების სასახლეში რომ მივედი, ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, ირაკლი ქავთარაძის არქივის 500-ზე მეტი ფოტო შევიტანე მუზეუმში“, - წერს გიორგი კალანდია.