logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ღმერთმა საუკუნო სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული
- +

20 იანვარი. 2021. 20:28

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ღირსეული და უპატიოსნესი ქართველი, შესანიშნავი ისტორიკოსი, თაობების აღმზრდელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა.

 

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს ბატონი გიორგის გარდაცვალების გამო, ღმერთმა საუკუნო სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner