logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ბატონი გიორგი იყო ყოველთვის უკომპრომისო, უშიშარი, მუდამ მებრძოლი, ებრძოდა საქართველოს ისტორიის გამყალბებლებს, სეპარატისტებს, იმპერიალისტებს
- +

21 იანვარი. 2021. 11:36

 

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

გიორგი ოთხმეზურის ამ ქვეყნიდან წასვლა არის დიდი, ძალიან დიდი დარტყმა ყველა ჩვენთაგანისათვის! ყველასთვის ვისაც ერთხელ მაინც მოგვისმენია მისი ლექცია, ყველასთვის ვისაც უყვარს საქართველოს ისტორია! ყოველთვის უკომპრომისო, უშიშარი, მუდამ მებრძოლი, ებრძოდა საქართველოს ისტორიის გამყალბებლებს, ებრძოდა სეპარატისტებს, იმპერიალისტებს... ბევრი ტკივილი ნახა, გაუსაძლისი ტკივილები.. ანგელოზივით ვაჟკაცი ჩადო სამარეში, მერე იყო მეუღლე, შემდეგ დედა მარიკა ლორთქიფანიძე, მაინც არ გატყდა, მუხლებზე არ დაეცა, აი ასე ღირსეული და ამაყი წავიდა! გიორგისთანებზე ამბობენ:

 

"სულეთს შავიდეს ხმლიანი

ლაღი ლაღისა ცხენითა,

წინ მიუძღოდეს არწივი

ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.

ქება უყივლონ გმირებმა,

გადასრულებმა ჩვენითა.

ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,

დაისვას თავის გვერდითა,

გამაეგებოს თამარი

მცინარი, თავის ფეხითა.

გახარებული უფალი

კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.

ანგელოზები ხარობდენ,

ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა".

 

შეხვედრამდე ჩემო საყვარელო ბატონო გიორგი! მსუბუქი იყოს შენთვის შენი საყვარელი საქართველოს მიწა, ვიზიარებ Maia Avalishvili Dabdi მესმის რა დიდი ტკივილია“, - წერს გიორგი კალანდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner