logo_geo
eng_logo
ოთო სტეფანიშვილი: ეს გამარჯვება დღევანდელი ხელისუფლების ტიტანური შრომის შედეგია! რუსეთი ოკუპანტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტია!“
- +

21 იანვარი. 2021. 19:01

 

ჟურნალისტი ოთო სტეფანიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსეთს მოვუგეთ, ნამდვილად მოვუგეთ სასამართლო და ყველას გილოცავთ.

 

სამწუხაროდ, ეს გამარჯვება უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი სამშობლოს 20 % და ათიათასობით ლტოლვილად დაგვიჯდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა და ეს გამარჯვება დღევანდელი ხელისუფლების ტიტანური შრომის შედეგია.

 

სოცქსელებში ბევრს წერენ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები, რომ ეს გამარჯვება მათი დამსახურება, მაგრამ სიმართლე სხვაა: ეს გამარჯვება მათი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი დანაშაულებრივი ქმედებებისა და რუსეთის ბოროტი მოქმედებების შედეგია.

 

რუსეთი ოკუპანტი, მკვლელი და ბოროტი სახელმწიფოა, მტერია ჩვენი. ასეთივე მტერი საქართველოს შიგნითაც ყავდა და ყავს დღესაც. ეს მტერი ნაციონალური მოძრაობაა მეტასტაზებად გაბნეული სხვადასხვა პარტიების სახით.

 

საქართველოს ორმა დაუძნებელმა მტერმა რუსეთმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივმა მოქმედებამ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ამ ისტორიულ და დიდი მსხვერპლის ფონზე მოპოვებულ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და სამწუხაროა ის მსხვერპლი რის ფასადაც.

 

რუსეთი ოკუპანტია - ნაციონალური მოძრაობა ოკუპანტია“, - წერს ოთო სტეფანიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner