logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ქართველების მომავალზე ფიქრით შექმნა ეს ყველაფერი
- +

23 იანვარი. 2021. 00:28

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„აი ასე უბრალოდ, ქართველმა ადამიანმა საქართველოს აუშენა უნივერსიტეტი. აი ასე, უბრალოდ, თავისი შრომით ნაშოვნი ფულით, ჩვენს მომავალს შეუქმნა კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ჯერ ანალოგი არ ჰყავს ამიერ კავკასიაში. აი ასე, უბრალოდ, ქართველების მომავალზე ფიქრით შექმნა ეს ყველაფერი.

 

ამის პარალელურად, ,,ისინი" მესაუბრებიან მე იმაზე, თუ როგორ გაარემონტეს სადღაც სკოლა, რომელიც მათი კი არა, ჩვენი ფული იყო - ჩვენი, ყველასი (ბიუჯეტის).

 

როგორ მარტივად და მალე შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყო.

 

ხო მართლა, არამც თუ აღნიშნავენ ახალ უნივერსიტეტს, არამედ იმაზეც კი მეკამათებიან, არ არის, აბა სად არის მაჩვენეო? მეცინება უკვე, უფროსწორად მებრალებიან, ძალიან მებრალებიან. აი, სად არის - აქ არის და იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ რამდენიმე საუკუნე.

 

(ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა)“ - წერს ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner