logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინებმა შესაძლოა, ძალა დაკარგონ
- +

23 იანვარი. 2021. 02:10

 

 

ალერგოლოგ-იმუნლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უცხოური გამოცემის მასალას აქვეყნებს და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვაქცინებმა შესაძლოა კოვიდის ახალ შტაზე ვერ იმოქმედოს.

 

„არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგონ ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ!

 

p.s. შეიქმნება მეორე გენერაციის ვაქცინები, თუ ამის საჭიროება იქნება სულ რაღაც 4-6 კვირაში“,- წერს კულუმბეგოვი.

 

Nature-ს ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევების საფუძველზე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინა, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდეს.

 

კვლევები Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებულ 2 წამყვან ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარდა.

 

კვლევა ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

 

ექსპერიმენტში 20 მოხალისე მოანწილეობდა, რომელთაც Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინები ჰქონდათ გაკეთებული.

 

სპეციალისტებმა სისხლის ორი დოზა აიღეს. ორივე ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემთხვევაში ვირუსის წინააღმდეგ იმუნური მოლეკულები - ანტისხეულები გამომუშავდება, რომელთაც ვირუსის მატარებელი ცილის ეკლების ამოცნობა და განეიტრალება შეუძლია. მეორე ვაქცინაციიდან 3-14 კვირაში ორგანიზმში ანტისხეულები გამომუშავდა, რომელთაც კორონავირუსის (SARS-CoV-2 -ის) ამოცნობა შეუძლიათ.

 

თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ანტისხეულები ვირუსის პირველია ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, მაგრამ მისი ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსის ზოგიერთი ახალი შტამის შემთხვევაში.

 

ამ კვლევის საფუძველზე მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა კორონავირუსის ისეთი მუტირებული ვარიანტები გაჩნდეს, რომელთა წინააღმდეგ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება და მისი განახლება გახდება საჭირო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner