logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ბათუმის სილამაზის, ბათუმელების მაღალი კულტურის ფონზე ეს ყველაფერი, უბრალოდ, სახიფათოა!
- +

24 იანვარი. 2021. 10:40

 

 

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ან პოლიტიკა რად გინდა, ან ძალაუფლება, თუ იმ დონის, გამოქვაბულის ადამიანი გყავს  ახალგაზრდა აქტივისტად, როგორიც  ბათუმში ვნახეთ?!

 

ან დედამ, ან მამამ, ან სკოლამ (თუ სწავლობდა) არ ასწავლა ადამიანების საზოგადოებაში ქცევის მინიმალური წესები მაინც?

 

რა ხდება ბათუმში? უკვე მერამდენეა ასეთი ასოციალური ქცევა ახალგაზრდების მხრიდან? ბათუმის სილამაზის და ნამდვილი ბათუმელების მაღალი კულტურის ფონზე ეს ყველაფერი, უბრალოდ, სახიფათოა!

 

უფროს-უმცროსობაზე და ზურგიდან მიპარვაზე აღარაფერს ვამბობ,  გამოქვაბულის ადამიანს არ მოეკითხება და იმიტომ.

 

ისე, სს კოდექსში რომ ხულიგნობის მუხლია, რას გულისხმობს, ნეტავ?

 

P.S. აღარ გამიკვირდება, ზოგიერთმა „პოლიტიკოსმა“ შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობაც რომ „გამოხატვის თავისუფლებით“ „გაამართლოს“!!! ჰო, იმ დროსაც გაბრაზებულია ადამიანი, ზოგჯერ - უსაზღვროდ და საფუძვლიანად! - წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner