logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ პარლამენტის ბოიკოტირებით, რადიკალიზმზე და ექსტრემიზმზე აგებულ პოლიტიკას პერსპექტივა არა აქვს
- +

26 იანვარი. 2021. 03:05

 

 

„ეს შედეგიც არის მორიგი ცივი შხაპი ოპოზიციისათვის. რადგან  თუ ერთის მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს, ამის საპირისპიროდ, მთელი ოპოზიციის და რაც მთავარია ბოიკოტის სულისჩამდგმელი ნაციონალების მხარდაჭერის სარეკორდო ვარდნას აფიქსირებს!“, - ასე ეხამურება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის იმ შედეგებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ეხება.

 

„„ენდიაის“ კვლევების მიმართ, ხშირად ყოფილა კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ეს ბოლო კვლევა, ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. ნიშანდობლივია, რომ კვლევა არჩევნების შემდგომ,  2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და შესაბამისად, ასახავს რესპოდენტთა დამოკიდებულებას როგორც პოლიტიკური პროცესებისადმი, ასევე პანდემიურ პერიოდთან მიმართებაში მთავრობის საქმიანობის შეფასებასაც. 

კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების მიმართულებით მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 60 პროცენტი, რაც არაკრიზისული სიტუაციების დროსაც კი მაღალი მაჩვენებელია. ამასთან  2019 ნოემბერთან შედარებით, 64 პროცენტიდან 38 პროცენტამდე შემცირდა უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი,  რაც ვფიქრობ ოპოზიციის ნარატივს არაეფექტურ ანტიკრიზისულ სამთავრობო მენეჯმენტზე, თავდაყირა აყენებს!

NDI-ს ახალი კვლევის კიდევ ერთი საინტერესო  დეტალი კი არის მოსახლეობის დამოკიდებულება პარტიების საქმიანობისადმი. კითხვაზე თუ „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 31%; არცერთი პარტია - 25%;  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5% .

აღსანიშნავია, რომ  თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19 პროცენტი იყო, ახლა როგორც ვხედავთ ეს მაჩვენებელი 1.5 ჯერ არის  გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში, კი საპირისპირო ტრენდია- მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 პროცენტიდან  2.5 ჯერ არის შემცირებული.

ეს შედეგიც არის მორიგი ცივი შხაპი ოპოზიციისათვის. რადგან  თუ ერთის მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს, ამის საპირისპიროდ, მთელი ოპოზიციის და რაც მთავარია ბოიკოტის სულისჩამდგმელი ნაციონალების მხარდაჭერის სარეკორდო ვარდნას აფიქსირებს!

ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ პარლამენტის  ბოიკოტირებით, რადიკალიზმზე და ექსტრემიზმზე, ფეიკ ნიუსების ტირაჟირებაზე აგებულ პოლიტიკას პერსპექტივა არა აქვს, და ყველა ის პროგნოზიც გამართლდა, რაც ნაციონალების თამაშში ჩათრეული თუ პოლიტიკური სიბეცით აყოლილი ბარიერგადალახული სხვა პარტიების სრულ განულებას და გამარგინალებას პრონოზირებდენ!

პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ მიღებულ მანდატებზე უარი და პოლიტიკის ქუჩაში გადატანის მცდელობა, ევროპარლამენტის მონიტორინგის ჯგუფის მოხდენებაში, სადაც არჩევნების კონკურენტულ გარემოს ესმება ხაზი, "დემოკრატიის ძირის გამოთხრადაც" კი არის შეფასებული!

მართალია, 28 იანვრამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ელისაშვილს და "მოქალაქეებს" ოპოზიციის ნაწილიც მიყვება და შევა პარლამენტში, ბოლო - ბოლო პოლიტიკურად თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც იმუშავებს“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner