logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ახლოსაც ვერ მოვა ამ ეპოქალურ ფოტოებთან თავისთვის მიმავალ ჭარმაგ კაცზე თავზე ნაგვის დაყრის ფოტო, რასაც აპლოდისმენტებით შეხვდნენ
- +

26 იანვარი. 2021. 11:42

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„არსებობენ სურათებში და ფოტოებში გადატანილი მოვლენები, რომლებიც ნიშანდობლივია ისტორიული პროცესებისთვის და იმ ადამიანების განწყობებისთვის, ვინც ამ ხდომილებებში მონაწილეობდა.

 

ძალიან მომწონს (და არა მარტო მე....) ბიჭის სურათი 9 აპრილის ღამით, დროშის ტარს რომ ურტყამს საბჭოთა ჯავშანმანქანას რუსთაველზე.

 

ასეთივეა ფოტო გოგონასი, რომელიც მანქანიდან გადმოდის და ხელში ეროვნული დროშა უჭირავს - ეს უკვე 9 აპრილის ღამის შემდეგ. მართლაც მრავლისმეტყველია ამ გოგონას სახე. 

 

საოცარია უზარმაზარი მანიფესტაციის წინ დროშით წინ მიმავალი 16 წლის მამუკა ტერიშვილის ფოტო 1992 წლის 2 თებერვალს - მანიფესტაციის დახვრეტამდე ერთ-ორი წუთით ადრე. პირველი ტყვია სწორედ ამ მედროშეს მოხვდა.

 

ძალიან კარგი ფოტოა, 7 ნოემბრის დარბევის წინ შუახნის კაცს როგორ ხვდება წყლის მძლავრი ჭავლი. ისიც თავგანწირვით დგას.

 

ახლოსაც ვერ მოვა ამ ეპოქალურ ფოტოებთან თავისთვის მიმავალ ჭარმაგ კაცზე თავზე ნაგვის დაყრის ფოტო, რასაც აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ეს ყოველგვარი კომენტარების და შეფასებების გარეშე“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner