logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ოპოზიციამ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი! „ენდიაიმ“ ის, რაც მე ვთქვი, პროცენტებში გამოსახა!
- +

26 იანვარი. 2021. 11:47

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, „ენდიაის“ ბოლო კვლევის შედეგებიდან ერთ-ერთ ფრაგმენტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

 

„ერთი კვირის წინ საჯაროდ, სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი, რომ ოპოზიციამ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი!

 

დღეს „ენდიაიმ“ ის, რაც მე ვთქვი, პროცენტებში გამოსახა!

 

კიდევ ერთხელ გეტყვით: შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან, უცხო თვალით და... ნუ დაღალეთ ხალხი დაუსრულებელი სატელევიზიო დიმპიტაურით!

 

პრინციპში, შესაძლოა ეს დიმპიტაური კარგიც იყოს, - ყველა ბოლომდე გაშიშვლდა, გვარამია კი ჯერჯერობით ნაწილობრივ, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner