ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ამირან სალუქვაძის სტატუსში წავიკითხე, რომ იაგო ხვიჩია მოითხოვს იარაღს ნიკა მელიასგან დასაცავად, მემუქრებაო და მშობლიური „გირჩის“ მეთოდს რატომ არ იყენებს, აი, რუსი ოკუპანტები რომ „დააფრთხეს“ საოკუპაციო ხაზთან (შოტლანდიური ტრადიციააო და შიშველი უკანალები მიუშვირეს), ვითომ ბ-ნი მელია რუს ოკუპანტებზე საშიშია, თუ ბ-ნ ხვიჩიას საკუთარი პარტიის მეთოდის ეფექტიანობაში ეპარება ეჭვი, იქნებ ვარაუდობს, რომ მელია შოტლანდიურ ტრადიციას ვერ გაიგებს და ორი იარაღი დასჭირდება ან შიშობს, მარცხი ელანძეაო?!“ - წერს ნინო ხაჩიძე.