logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციის სრული კრახი
- +

26 იანვარი. 2021. 13:13

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ოპოზიციის სრული კრახი. მიზეზებს მოგვიანებით დავწერ.

 

არ სჯერათ საკუთარი 5%-ის. შეშინებულია ხალხიო, ტელეფონზე უსმენენო. ქუჩაში რომ აჩერებ, ან სახლში აკითხავ და ეკითხები, თვალებში ჩაჰყურებ, არ ეშინიათ და ტელეფონით ეშინიათ.

 

ამათ მათი ძველი დრო აქვთ ჩარჩენილი, ბებო შვილიშვილს რომ ეუბნებოდა, „ტელეფონზე ვერ გეტყვიო“.

 

საკუთარი სანდო კვლევებით არჩევნებამდე 15% ჰქონდათ, ცესკომ გაუყალბა და 27% დაუწერა. ახლა NDI-მ გაუყალბა, NDI-მ.

 

რატომ ხართ უკმაყოფილო? ისევ რჩებით ჯერ ძირითად ოპოზიციურ ძალად, 5%-თ. აბა, დანარჩენ 7 პარტიას ჯამში 9% აქვს. 5-ჯერ უსწრებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

 

ადრე ვთქვი, მასე გააგრძელეთ და შემოდგომით დათვალეთ წიწილები მეთქი. ახლაც „მასე“ გააგრძელეთ.

 

დანარჩენმა პარტიები აჰყევით „ნაცმოს“ და თქვენც ნახავთ სად აღმოჩნდებით. უკვე აღმოჩნდით.

 

ჰო, რომ დაგიხვევიათ, პასუხს არ სცემდნენ კითხვაზეო, ერთი კვლევა მაჩვენეთ, სადაც იგივე არ ყოფილიყო. პროცენტებია განსხვავებული და ეს პოლიტიკური სიტუაციით, პოლიტიკური სპექტრის მდგომარეობითაა გამოწვეული. თუ მისთვის სასურველ პარტიას ვერ ხედავს, რატომ დაასახელებს არსებულიდან?“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner