„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ოპოზიციის კატასტროფა მისხალ-მისხალ აღნუსხა NDI-მ. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ შედეგების მიზეზი მოსმენებია, ანუ ხალხს უსმენენო. ძნელია, არ დაეთანხმო – „ოცნება“ მართლა უსმენს თავის ხალხს და ხალხი ამას აფასებს. ოპოზიციას კი ფეხებზე ჰკიდია ხალხი, რასაც ხალხი ხედავს, გრძნობს და „იმავე საწყაულით“ უბრუნებს“, – წერს ნაცვლიშვილი.