ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის "ფოტო" ვნახე ბაიდენი ილია ჭავჭავაძის სურათის ფონზე რომ ზის და კომენტარებიც წავიკითხე.
რა კორონას ვაქცინაცია და რის იაგოს პისტოლეტი.
სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ფსიქიურად დაავადებული ხალხის საზოგადოებისგან იზოლაცია. საშიშია ქუჩაში სიარული. ბავშვები და მოხუცები დადიან.
მართლა 24/7 კომენდანტის საათია აუცილებელი და პირბადეები კი არა, ბრონეჟილეტები გვჭირდება“, - წერს გაბრიჭიძე.