logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მოწინავე ფსიქიატრიული კვლევებისათვის საქართველოში ნოყიერი ნიადაგია შექმნილი...
- +

27 იანვარი. 2021. 02:38

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„მოწინავე ფსიქიატრიული კვლევებისათვის საქართველოში ნოყიერი ნიადაგია შექმნილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში.

სულ ახლახანს, ქართული ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახლად. არჩეულ პარლამენტს და განცხადებები დაწერა დეპუტატობის გაუქმების მოთხოვნით. დიდი ალბათობით უმრავლესობა იძულებული იქნება ოპოზიციის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, და ამის შესახებ მზადყოფნაც გამოცხადდა.

ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხად კი აცხადებს, რომ თუკი მათ დეპუტატის მანდატების გააუქმდებათ, ეს იქნება დიდი დარტყმა დემოკრატიაზე.

ანუ, განცხადებები დაწერეს, რომ გაგვიქმეთო და ეხლა ამბობენ თუ გააქმებთ, ეს ცუდი იქნება ქვეყნისათვის და "დემოკრატიისათვისო".

ესეთი ქცევა ადამიანისა ფსიქიატრისათვის ჯერ უცნობია და შეუსწავლელი, შეიძლება კიდეც არსებობს რაღაც ანალოგები. არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე.

თქვენი ავლიპი“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner