logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: არ გაახურეს საქმე მართლა ამ შენიღბულმა ლატენტურმა ნაცნაძირალებმა?!
- +

27 იანვარი. 2021. 12:12

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„იმ ტიპების საყურადღებოდ, ისტერიულად რომ გაჰყვირიან ბიზნესების დაქცევასა და ამის გამო ხალხის მასობრივად გაწყვეტის შესახებ:

 

- თქვენ დამისახელეთ ამ ერთ წელიწადში (სხვა პერიოდზე სხვა ვილაპარაკოთ!)  კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში შიმშილით გარდაცვლილი ერთი ადამიანი მაინც და მე დაგისახლებთ კოვიდ-19-სგან გარდაცვლილ 40-50-60 ადამიანს  ყოველდღიურად საქართველოში აგერ ახლახან, სულ ორიოდე კვირის წინ!!!

 

თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, მართლა?!

 

მე პირადად ფეხზე მკიდია თქვენი ბიზნესი (ისევე, როგორც ჩემი!!), თუკი ამ ბიზნესის მუშაობის საბაბით სულ მცირე რისკი მაინც ადგება ჩემი და ჩემი ახლობლის, მეგობრის, ოჯახის წევრის თუ უბრალოდ, თანამოქალაქის სიცოცხლეს!!!

 

არ გაახურეს საქმე მართლა ამ შენიღბულმა ლატენტურმა ნაცნაძირალებმა?!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner