ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პოლიციის მიერ ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პირველი შეფასება, სანამ გაკვირვება/შეშფოთება დაიწყებოდეს...
რა უკვირთ?
ის, რომ პოლიცია ფსიქოტროპიული, დამაყრუვებელი, ძალისმიერი და სისხლიანი დარბევების გარეშე, მოთმინების უმაღლესი მაგალითით აღასრულებს ქვეყანაში, და არა ქვე-ყანაში კანონის უზენაესობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კანონის ჰუმანურობას და ლმობიერებას, როდესაც თავისუფლებას გიტოვებენ გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ შენ საკანში მიისწრაფი - დემონსტრაციულად ფეხებზე იკიდებ.
რა აშფოთებთ?
რომ ამ ქვეყანაში კანონიერების აღსრულებას უკუძალა და უკუსვლა აღარ ექნება. აშფოთებთ, რომ სახელმწიფო ვერ დაანგრიეს. რა გაეწყობა?“ - წერს დავით ქართველიშვილი.