logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები, პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ
- +

23 თებერვალი. 2021. 10:45

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სახელმწიფო არ უნდა გამოიწვიო. ეს აქსიომაა. ნებისმიერი სასამართლოს ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულდეს. საბედნიეროდ, სიკვდილით დასჯა არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი განაჩენი საჩივრდება ქვეყანაში, მის გარეთ...

 

თუ სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო არაა. იხილეთ სახელმწიფოს განმარტება (ინტერნეტში).

 

ის, რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ს/ს დევნის ქვეშ მყოფ პირს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ, შემდეგ საკომენდატო საათის და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ოფისში ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება?

 

რაც შეეხება საპოლიციო ოპერაციას, უკვე მერამდენედ გომელაური ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ.

 

სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას ვინმეს დაკავება, მით უმეტეს, ციხეში წასვლა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში. სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი თუ ამერიკაშია მიუღებელი, იგივეა აქაც. დაამშვიდეთ ხალხი. ნუ იწვევთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. გამოდით 90-იანებიდან.

 

ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასეულებს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner