logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კანონი უნდა კანონობდეს სახელმწიფოში და ის უნდა სრულდებოდეს
- +

23 თებერვალი. 2021. 11:07

 

„არ დავიწყებ გამეორებას, რომ კანონი უნდა კანონობდეს სახელმწიფოში და ის უნდა სრულდებოდეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ქარიშხალი ჭიქაში“ - ამ დღეებში ის ვნახეთ კახეთის გზატკეცილზე, რაც ოპოზიციამ დადგა.

 

„მელიას ბაქი-ბუქი „ვერ დამიჭერთო“, მისი მომხრე ქალბატონების ტრაბახი „არ გავატანთო“, ამდენი წვალება და ტელე-ჩართვები, აღმოჩნდა „ქარიშხალი ჭიქაში“. ოპოზიცია ერთ წრეზე ტრიალებს, ვერ ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს თავის ქმედებებში, მაგრამ თუკი სულელები თავის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, ესენი ამასაც ვერ აკეთებენ. ჰოდა, არ ვიცი, რა დავარქვა მათ“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner