logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: ხელისუფლებამ გაასაჯაროვოს „ნაცმოძრაობის“ პირადი საქმეები და შემდეგ რამდენი მომხრე დარჩებათ, ვნახავთ!
- +

23 თებერვალი. 2021. 13:44

 

„იუნკერები რომ საფლავში ტრიალებენ, ეს უკვე ვიცით, მაგრამ თუ მართლა ამ ქვეყნის სიკეთე უნდა არსებულ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს მათი პირადი საქმეები“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესახებ წერს.

 

„დღეს 23 თებერვალია,  ჩვენ ვართ ის იუნკრები, რომლებიც ბოლშევიკებს ებრძვიან!!!

 

იუნკერები რომ საფლავში ტრიალებენ, ეს უკვე ვიცით, მაგრამ თუ მართლა ამ ქვეყნის სიკეთე უნდა არსებულ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს მათი პირადი საქმეები, სუს-ში დაცული არქივი, მოიძოს, რით არსებობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ოჯახები, რა ბიზნესები აქვთ, რა შემოსავალი და შემდეგ რამდენი მომხრე დარჩებათ და როგორ დაუჭერს მხარს დასავლეთი ასეთებს, მაგასაც ვნახავთ!

 

აბა, მიდით და გაასაჯაროვეთ!

 

არ გაასაჯაროებთ და მუდმივად ეს ქაოსი იქნება ქვეყანაში!“ - წერს ირინა გოგოსაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner