logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: კარგი დასაწყისია - მჯერა, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად განხორციელდება კონტროლი
- +

25 თებერვალი. 2021. 00:47

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ეხმაურება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე:

 

„რამდენიმე დღის წინ პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნიდან შეპირდა საზოგადოებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყებოდა უმოკლეს პერიოდში.

დღეს უკვე დავინახეთ რეალური ნაბიჯები აღნიშნულთან დაკავშირებით და არ შემიძლია დიდი სიხარულით არ გამოვეხმაურო ბიზნესის კუთხით შეზღუდვების მოხსნას და რაც მთავარია, ხვალიდანვე უკვე იხნსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე და პირველი მარტიდან ნელ-ნელა თითქმის ყველა სფერო დაუბრუნდება თავიანთ პირვანდელ ფუნქციას.

კარგი დასაწყისია და ასევე მჯერა, რომ აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად განხორციელდება კონტროლი და ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ლატარია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner